სპორტი
02.10.2019 12:18
გორელი მოჭიდავეების მედლები ამბროლაურის ტურნირიდან

გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს მსოფლიოს ჩემპიონ გურამ საღარაძის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, რომელიც 29 სექტემბერს ამბროლაურში გაიმართა.

შეჯიბრებაში 2005-2006 წლებში დაბადებული მოჭიდავეები ასპარეზობდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, აგრეთვე სომხეთიდან. ტურნირი ტრადიციულია და ყოველ წელს ტარდება.

გორელთაგან ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ:  ნიკოლოზ ბოჭორიშვილი (38 კგ.) და ნიკოლოზ მაისურაძე (68 კგ.).

მეორე პრიზიორები არიან: ზურაბ აბალაკი (38 კგ.), გოგა ოთინაშვილი (57 კგ.) და დაჩი პაპინაშვილი (75 კგ.), ბრინჯაოს მედალი კი ერგო საბა ღამბაშიძეს (41 კგ.).

კვირის ამბები