1-ლი ივნისიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი ამოქმედდა.
ახალი კანონით განსაზღვრულია მომხმარებლის უფლებების დაცვის ზოგადი პრინციპები. წესრიგდება სამომხმარებლო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული გარანტიები, ასევე, დგინდება პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები, საგარანტიო ვადები და მომსახურებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის შედეგები.
კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყება კონკურენციის ეროვნული სააგენტოა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში