ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ამ წუთებში, გორში სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს.
გასართობი და შემეცნებითი აქტივობები ბავშვებისთვის თეატრის სკვერში იმართება.
სამხატვრო სკოლის აღსაზრდელების გამოფენა, სახეზე ხატვა, ანიმატორების შოუ და კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით - ეს გახლავთ არასრული ჩამონათვალი იმ აქტივობებისა, რომელიც ღონისძიებაზე მისულ პატარა სტუმრებს დახვდებათ.
ღონისძიების ორგანიზატორი ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში