საზოგადოება
01.06.2022 12:03
ხიდისთავში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გორის მერი ადგილზე გაეცნო
სოფელ ხიდისთავში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გზის ერთ მონაკვეთზე ასფალტის საფარი უკვე დაიგო, მოწყობილია სანიაღვრე არხიც.

ხიდისთავში შიდა გზების მოწყობა - რეაბილიტაციის პროცესს, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ადგილზე გაეცნო.

პროექტის მიხედვით, გზის საფარის მოწყობა - რეაბილიტაცია დაგეგმილია ორ მონაკვეთზე - სოფლის ცენტრალურ და სკოლამდე მისასვლელ გზაზე. რაც შეეხება სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძეს, ასფალტის საფარი 3 085 მეტრზე მოეწყობა.

ხელშეკრულების მიხედვით, ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად, დაგეგმილია გზის მიერთებების, ეზოებში შესასვლელებისა და ბეტონის არხის მოწყობა.
კვირის ამბები