საზოგადოება
01.06.2022 10:29
დღეიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარი გახდა

საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება გაიზარდა და დღეიდან 150 ლარი გახდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პროგრამა 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება.

„შარშან ჩვენ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება გავაორმაგეთ. დღეიდან, დახმარება კიდევ იზრდება და 150 ლარს შეადგენს. პროგრამა 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება, რისთვისაც სახელმწიფო 341 მილიონ ლარს გამოყოფს. ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად, მათი განვითარების უზრუნველსაყოფად ჩვენი ძალისხმევა კვლავაც გაგრძელდება და გაძლიერდება.

ჩვენს პატარებს და მათ ოჯახებს მშვიდობას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ვუსურვებ ", - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

კვირის ამბები