საზოგადოება
31.05.2022 16:45
ხვალიდან, 1-ლი ივნისიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების დახმარება 150 ლარი გახდება
სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების დახმარება 1 ივნისიდან 150 ლარი გახდება, - ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ გასულ თვეს მიიღო.

როგორც ცნობილია, აღნიშნული ფულადი დანამატის მიმღები არის 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს.

სიახლე სოციალურად დაუცველი ოჯახების 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება, ცნობილია ისიც, რომ ამ მიმართულებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი გამოიყოფა.

მთავრობის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ბავშვების მიზნობრივი დახმარება 2023 წლის იანვრიდან კი, 200 ლარამდე გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმარება მიმდინარე წელს, საქართველოს პრემიერის ინიციატივით, 50-დან 100 ლარამდე გაიზარდა.
კვირის ამბები