31 მაისს, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აღინიშნება თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ დღე.
,,მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ ყოველწლიურად სხვადასხვა სლოგანით ტარდება, წელს, ამ დღის მთავარი გზავნილია - ,,თამბაქო - გარემოს საფრთხე“.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, დღეს არაერთი ღონისძიება იმართება.
„ამ დღეს სერიოზული შედეგი მაშინ მოაქვს, რაც უფრო მეტ ადამიანთან მივა ინფორმაცია. ტაქსიში თითქმის აღარავინ ეწევა. კულტურა იქამდე ავიდა, რომ როდესაც ბავშვი არის მანქანაში, არ უნდა მოწიო. ბავშვზე კვამლი სერიოზულად მოქმედებს. თამბაქო ისეთი მკვლელია, რომელიც საქართველოში 11 ათას ადამიანს კლავს ყოველწლიურად. რაც უფრო შევამცირებთ მწეველების რაოდენობას, უკეთესი შედეგი გვექნება. ნაკლები იქნება გულის იშემიური დაავადება, ინსულტი, კიბო, ფილტვის კიბო. პატარ-პატარა მიღწევა არის, მაგრამ ეს უნდა გაძლიერდეს“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
,,მსოფლიო თამბაქოს გარეშე" ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 1987 წლიდან აღინიშნება.