საზოგადოება
31.05.2022 13:13
„სახალისო არქოლოგია“ - საგანმანათლებლო პროექტი მოსწავლეებისთვის
სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი სკოლის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს.

პროექტი სახელწოდებით - „სახალისო არქეოლოგია“, პირველიდან მერვე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის, არქეოლოგიის შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიწოდებას ითვალისწინებს.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მუზეუმი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს ერთი კვირაა მასპინძლობს და ყოველდღიურად სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

პრაქტიკული სამუშაოების ფარგლებში, ამ წუთებში, გორის მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეები მუზეუმის ტერიტორიაზე არქეოლოგიურ სამუშაოებს ატარებენ.
კვირის ამბები