საზოგადოება
31.05.2022 12:57
კონცერტი, გასართობი შოუ-პროგრამა, ანიმატორები, გამოფენები - გაეცანით, რა იგეგმება გორში 1-ელ ივნისს ბავშვებისთვის
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხვალ, 1-ელ ივნისს, გორში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.
გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტო, პატარებს გასართობ შოუ-პროგრამებს რამდენიმე ლოკაციაზე შესთავაზებს.
ღონისძიება თეატრის სკვერში 12:00 საათიდან დაიწყება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გაიმართება კონცერტი ადგილობრივი შემსრულებელების მონაწილეობით;
მოეწყობა სამხატვრო სკოლის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების აღსაზრდელების ნამუშევრების გამოფენა, სახის მოხატვის კუთხე და ფოტოსურათების გადასაღები სივრცეები.
პატარების საზეიმო განწყობის შექმნაზე ასევე იზრუნებენ ბავშვთა გასართობი ცენტრების ანიმატორებიც.
რაც შეეხება შემეცნებით ნაწილს, შესაბამისი ღონისძიებები სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ და საბრძოლო დიდების მუზეუმში გაიმართება. საბრძოლო დიდების მუზეუმში მოეწყობა მოსწავლეთა ნახატების გამოფენაც.
კვირის ამბები