დღეს, 31 მაისს, საქართველოში პოლიციელის დღე აღინიშნება. სპეციალურად ამ დღისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო გრანდიოზულ ღონისძიებას მართავს.
უწყების შენობის წინ, ამ წუთებში მიმდინარეობს ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონია.
პოლიციელის დღე საქართველოში 2010 წლიდან აღინიშნება.
თავდაპირველად, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა პროფესიული დღე 6 მაისს იზეიმეს. 2013 წელს, ეს თარიღი 19 მაისს აღინიშნა, 2014 წელს - 30 მაისს, 2015 წლიდან კი, პოლიციელის დღე 31 მაისიდან აღინიშნება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში