საზოგადოება
31.05.2022 12:03
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ერედვის მუნიციპალიტეტი ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო კვლევებს ჩაატარებს

მიმდინარე წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ა(ა)იპ ერედვის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან ერთად, კოდის დევნილთა დასახლებაში სხვადასხვა სახის ღონისძიებებს გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებების ფარგლებში ბავშვებს ავერსის კლინიკის სხვადასხვა პროფილის ექიმები მოემსახურებიან.

„აქციის ფარგლებში, ავერსის კლინიკიდან მოწვეული სხვადასხვა პროფილის ექიმი უფასო სამედიცინო კონსულტაციას გაუწევენ კოდის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ბავშვებს. მოზარდებს მოემსახურებათ:

ბავშვთა პედიატრი;

ბავშვთა ნევროლოგი;

ბავშვთა ორთოპედი;

ოფთალმოლოგი;

ოტორინოლარინგოლოგი.

მსურველებს შეუძლიათ, 1 ივნისს 1:00 საათზე მიიღონ ექიმების უფასო მომსახურება კოდის სათემო განათლების ცენტრში“, - ნათქვამია ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გამონაკლისის სახით მომსახურებას ასევე მიიღებენ დევნილთა დასახლებაში მცხოვრები პენსიონერებიც.

კვირის ამბები