ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი პატარა მაყურებელს საბავშვო სპექტაკლს წარუდგენს.
1-ელ ივნისს, 17:00 საათზე, თოჯინური სპექტაკლის „კარლსონის“ ჩვენებაა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე, ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოების მიხედვით, წარმოდგენა თანამედროვე რეჟისორმა, ელენე მაცხონაშვილმა დადგა.
სპექტაკლში გორის თეატრის წამყვანი მსახიობები: კობა კოპაძე, ზვიად მაღალაშვილი, ქეთი ლუარსაბიშვილი, ნათია ტატულაშვილი, ნინო გოჩიაშვილი, მაიკო ტურაშვილი და გიორგი ჩოჩნიძე მონაწილეობენ.