სამართალი
26.12.2019 13:34
გორში არასრულწლოვან გოგოს ეძებენ

გორში არასრულწლოვან გოგოს ეძებენ. მოზარდი, რომელიც გორში მოქმედი მცირე საოჯახო სახლის ბენეფიციარია, 22 დეკემბრის შემდეგ არავის უნახავს.

16 წლის მოზარდი გორში მოქმედ მცირე საოჯახო სახლში თითქმის ერთი წელია ცხოვრობს. აღნიშნულ სოციალურ სახლში გოგონა ოჯახური ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყების შემდგომ გადაიყვანეს. დაწესებულების მენეჯერის, ხვიჩა პოსოშვილის განცხადებით, შინაგანაწესის თანახმად, ბენეფიციარები 22 საათზე საოჯახო სახლში უნდა იმყოფებოდნენ. მას შემდეგ, რაც 22 დეკემბერს მოზარდი არ გამოჩნდა, საოჯახო სახლის ადმინისტრაციამ გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად ახლობლებთან გადამოწმება დაიწო, შემდეგ კი, პოლიციას მიმართა. ოფიციალურად, სამძებრო სამუშაოები დღეიდან დაიწყო.

კვირის ამბები