საზოგადოება
30.05.2022 13:31
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ქვეკომპონენტის ფარგლებში სესხების გაცემა გრძელდება
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ქვეკომპონენტის ფარგლებში, სესხების გაცემა 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, უკვე, 67,2 მლნ ლარის ოდენობის 4 010 შეღავათიანი სესხია გაცემული. რაც შეეხება გაცემული სესხის მიზნობრიობას, ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის, პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების, ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების შეძენაზე, ასევე, მუშახელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავებაზე გაწეული ხარჯების დაფინანსებას მოიცავს.

„გაცემული სესხის 12 თვის პროცენტი ფინანსდება, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 18%-ით არის დადგენილი, საიდანაც ნახევრს, წლიურ 9%-ს, სახელმწიფო აფინანსებს. პროექტის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განსაზღვრულია 5 000 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები