კულტურა
27.05.2022 14:43
სკოლის მოსწავლეებისთვის „ხელნაწერი წიგნის“ კონკურსი გაიმართა
გორის მწერალთა სახლში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის კონკურსი სახელწოდებით - „ხელნაწერი წიგნი“ გაიმართა.

აქტივობა ილუსტრირებული ხელნაწერი/ელექტრონული წიგნის, ჟურნალის, გაზეთის ან ბროშურის დამზადებას და მოსწავლეების მიერ საკონკურსოდ წარდგენას გულისხმობდა.

კონკურსში მონაწილე 234 მოსწავლიდან, ჟიურიმ 20 გამარჯვებული გამოავლინა.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, გამარჯვებულ მონაწილეებს მადლობის სიგელები და საჩუქრები გადაეცემათ.
ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს მიერ აღნიშნული პროექტი ყოველწლიურად ხორციელდება და მასში მონაწილეობას გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები იღებენ.
კვირის ამბები