საზოგადოება
27.05.2022 12:20
ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი გორში განხორციელებულ „მწვანე ინიციატივებს“ გაეცნო
ევროკავშირის ელჩი გორს სტუმრობდა. კარლ ჰარცელი იმ პროექტებს გაეცნო, რომლებიც კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციაCENN-ის მიერ ,,მწვანე ინიციატივის“ ფარგლებში განხორციელდა.

ვიზიტის ფარგლებში, დიპლომატმა რამდენიმე დაწესებულება მოინახულა, მათ შორის იმყოფებოდა ინოვაციური ცოდნის ჰაბში, სადაც ახალგაზრდა აქტივისტებს შეხვდა და სოციალურ კამპანიებსა და ქალაქში დაგეგმილ მწვანე ეკონომიკურ ინიციატივებზე ესაუბრა.

გორში ვიზიტის ფარგლებში, კარლ ჰარცელი ეწვია სოციალურ საწარმო „ლიდერსაც“. სამკერვალო ერთ-ერთი პირველია რეგიონში, რომელმაც ქსოვილების ნარჩენების გადამუშავების სტრატეგია შეიმუშავა.
კვირის ამბები