1-ლი ივნისიდან, ოთხი ტექნიკური რეგლამენტი შედის ძალაში, რაც აკუმულატორების და ბატარეების, საბურავების, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების და ზეთების რეალიზაციას ეხება.
ახალი რეგლამენტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი აღნიშნული პროდუქციის მწარმოებლებს და იმპორტიორებს შეხვდა.
ტექნიკური რეგლამენტის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 25 მაისს მაისს მიიღო და გულისხმობს, რომ მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას (მგვ) დაქვემდებარებულმა ორგანიზაციებმა, 1-ელ ივნისამდე, პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე უნდა გაიარონ ავტორიზაცია მგვ-ის ელექტრონულ რეესტრში, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან, ყველა იმპორტიორსა და დისტრიბუტორს აეკრძალება იმ მწარმოებლების მიერ მოწოდებული პროდუქციის ბაზარზე განთავსება, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მგვ-ს რეესტრში და არ არიან მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული ორგანიზაციის წევრები.