საზოგადოება
26.12.2019 12:27
გორში საგზაო ჰორიზონტალური მონიშვნების განახლების სამუშაოები მიმდინარეობს
გორში არსებული დახარვეზებული საგზაო ჰორიზონტალური მონიშვნების ხელმეორედ დახაზვის მიზნით, მათი დემარკირების პროცესი (წაშლა) დაიწყო.

დახაზვის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,თბილისი“ აწარმოებდა. ხელშეკრულების პირობებით, კომპანია ვალებულია, 3 წლის განმავლობაში, დამატებითი ფინანსების მიღების გარეშე აღმოფხვრას ის ხარვეზები, რაც სამუშაოების დასრულების შემდგომ გამოვლინდება,
ცნობისთვის, საგზაო ჰორიზონტალური მონიშვნები გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, 307 000 ლარის ღირებულების სამუშაოები, 2 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე შეასრულა.
კვირის ამბები