საზოგადოება
27.05.2022 11:55
27 მაისი ბიბლიოთეკარების საერთაშორისო დღეა
27 მაისს ბიბლიოთეკარის საერთაშორისო დღე აღინიშნება. აღნიშნული თარიღი 1995 წლის 27 მაისს დაწესდა და მიზნად ისახავს ბიბლიოთეკაში მომუშავე ადამიანების შრომის დაფასებასა და მათი როლის მნიშვნელობის ხაზგასმას.

საქართველოში ბიბლიოთეკების ისტორია მონასტრების საქმიანობას უკავშირდება. ტრადიციულად, ეკლესია-მონასტრების დაარსებისთანავე წიგნსაცავის შექმნაზე ზრუნავდნენ. ყველა ეკლესია-მონასტერს თავისი წიგნსაცავი ჰქონდა. ბიბლიოთეკების შევსება, ძირითადად, შემოწირული წიგნებით ხდებოდა.

რაც შეეხება მსოფლიოში ყველაზე ცნობილ პირველ ბიბლიოთეკას, იგი ასურეთის მეფე აშურბანაპალამ, ქალაქ ნინევიაში, ჩვ. წ. აღ-მდე მე-7 საუკუნეში დააარსა.
კვირის ამბები