საზოგადოება
27.05.2022 11:56
27 მაისი ქართული დიასპორის დღეა

27 მაისს, საქართველოში ქართული დიასპორის დღე აღინიშნება. დიასპორის დღე, ტრადიციულად, ყოველ წელს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ერთად, დიასპორის ფორუმის თუ სხვა კულტურულ-საზოგადოებრივი ღონისძიებების სახით, 27-28 მაისს იმართება.

წელს, თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის“ გაიმართება.

ღონისძიებაში ჩაერთვებიან საქართველოს მთავრობის, აკადემიური წრეების, ბიზნესის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ დიასპორის ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველყოფას, მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.

საქართველოში დიასპორის დღე 2007 წელს დაარსდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად აღინიშნება.

კვირის ამბები