საზოგადოება
25.05.2022 14:43
26 მაისს რამდენიმე ავტობუსი შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს

N2, N2ა და N5ა ავტობუსები ხვალ შეცვლილი მარშრუტებით იმოძრავებს. „გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ამის მიზეზი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქალაქში დაგეგმილი ღონისძიებებია.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, N2, N2ა და N5ა ავტობუსები ქალაქის ცენტრალური მოედნის ნაცვლად ცაბაძისა და ამილახვრის ქუჩებს გაივლიან.  

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გორის ცენტრში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, ცენტრალური მოედანი გადაიკეტება, რის გამოც ცვლილებები შედის ავტობუსბის ზოგიერთ მარშრუტში. კერძოდ, 2, 2ა და 5ა ავტობუსები, ქალაქი ცენტრალური მოედნის ნაცვლად გაივლიან ცაბაძისა და ამილახვრის ქუჩებს“, - განაცხადეს გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოში.

კვირის ამბები