სპორტი
26.12.2019 12:16
წლის საუკეთესონი სპორტულ ჟურნალისტთა ვერსიით – ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
24 დეკემბერს თბილისში გაიმართა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის დაჯილდოება, სადაც სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს 2019 წლის საუკეთესონი სხვადასხვა ნომინაციაში.
ჩვენი სახელოვანი ფალავანი, მსოფლიოს ზედიზედ სამგზის ჩემპიონი თავისუფალი სტილის მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ნომინაციაში საქართველოს 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი მეორე ადგილზე გავიდა.
საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, მესამე ადგილი კი ლუხუმ ჩხვიმიანმა დაიკავა.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, ნომინაციაში საქართველოს წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი – მესამე პოზიციაზე აღმოჩნდა ძიუდოს კლუბ ,,გოლდენ გორის" წევრი ლუკა მაისურაძე.
კვირის ამბები