საზოგადოება
25.05.2022 11:15
ხელოვნების სახლი თხუთმეტ მოხალისეს ეძებს

პროექტ „Art House 2022“-ის ფარგლებში, ქალაქის მასშტაბით 5 სტრიტ არტის შესაქმნელად, ხელოვნების სახლი/Art House 15 მოხალისეს ეძებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ხელოვნების სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ცნობილია იმ კრიტერიუმების ნუსხა, რასაც პროექტში ჩართვის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს: ასაკი15 წლის და ზემოთ, დაინტერესებული უნდა იყოს ქუჩის მხატვრობით და ეძებდეს გამოცდილებას ამ სფეროში. განაცხადის შევსების ვადა 31 მაისს იწურება.

„მიუხედავად ქალაქის დიდი ისტორიისა და ტრადიციისა, ერთ-ერთ პრობლემად რჩება ურბანულ სივრცეში ხელოვნების ნიმუშების ნაკლებობა. პრაქტიკულად, არ გვხვდება ქუჩის მხატვრობა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, პროექტის ფარგლებში, მოხალისეებთან ერთად, 5 ლოკაციის შერჩევა, ესკიზების შექმნა და „სტრიტ არტ“-ების დახატვა. პროექტი განხორციელდება ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით“, - ნათქვამია ხელოვნების სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ყველა ნამუშევარი წინასწარ იქნება შეთანხმებული ადგილობრივ ხელისუფლებასთან ნებართვის მისაღებად.

კვირის ამბები