საზოგადოება
25.05.2022 11:24
საქართველოში ავტომანქანების იმპორტ-ექსპორტი გაიზარდა, გაეცანით ქვეყნებს, საიდანაც ყველაზე მეტი ავტომობილი შემოვიდა და სადაც ექსპორტი განხორციელდა

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წელს საქართველოში მანქანების იმპორტ-ექსპორტი გაიზარდა.

2022 წლის პირველი კვარტლის, იანვარ-მარტის მონაცემებით, საქართველოში 211,064 მლნ. აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა. რაც შეეხება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, 2021 წლის იანვარ-მარტში სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსული იყო 197,046 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების სატრანსპორტო საშუალებები.

რაც შეეხება ექსპორტს, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან 94,891 მლნ. აშშ დოლარის ავტომობილი გავიდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში - 86,573 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების.

2022 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ავტომობილები სხვადასხვა ქვეყანაში შეიძინა, რომელთა შორის, ყველაზე მეტი ავტომობილი შეძენილია აშშ-სა და იაპონიაში. გაგაცნობთ ხუთ ქვეყანას, სადაც ყველაზე მეტი სატრანსპორტო საშუალების შეძენა მოხდა:

  • აშშ - 110,025 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილები;
  • იაპონია - 41,917 მლნ აშშ დოლარი;
  • გერმანია - 22,961 მლნ აშშ დოლარი;
  • თურქეთი - 14,816 მლნ აშშ დოლარი;
  • კორეა - 2, 300 მლნ აშშ დოლარი;

2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი 15-მდე ქვეყანაში განხორციელდა, გაგაცნობთ პირველ ხუთ ქვეყანას, სადაც საქართველოდან ყველაზე მეტი ავტომანქანა გავიდა:

  • აზერბაიჯანი - 50,890 მლნ აშშ დოლარის ღირებულების
  • ყაზახეთი - 9,575 მლნ აშშ დოლარი
  • ბელგია - 8,395 მლნ აშშ დოლარი
  • უკრაინა - 7,154 მლნ აშშ დოლარი
  • ყირგიზეთი - 3,645 მლნ აშშ დოლარი

აღნიშნული ქვეყნების გარდა, საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (3,124 მლნ აშშ დოლარი), არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (2,622 მლნ აშშ დოლარი), რუსეთში (2,198 მლნ აშშ დოლარი) და კიდევ არაერთ ქვეყანაში.

კვირის ამბები