გორის ხელოვნების სახლში პროექტის - „Art House 2022“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცხიაზე, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი ესწრებოდნენ, ხელოვნების სახლის წარმომადგენელმა ოთო გვრიტიშვილმა საზოგადოებას ახალი პროექტი გააცნო, რომელიც წლის განმავლობაში ხელოვნების სახლში კონკურსის წესით შერჩეული მსურველების გამოფენებს, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ძეგლებისა და ისტორიული ადგილების ამსახველი, ილუსტრირებული კატალოგების დაბეჭვდას ითვალისწინებს, ასევე იგეგმება ქუჩის სტრიტ - არტების შექმნა.
პროექტი „Art House 2022“ ვებგვერდის შექმნასაც ითვალისწინებს, სადაც განთავსდება ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტში არსებული ისტორიული ადგილებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ.
პროექტის ფარგლებში გამოფენების მოწყობის მიზნით, „Art House“ - მა კონკურსი უკვე გამოაცხადა.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.