საზოგადოება
25.05.2022 09:23
აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ უვალდეს სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა შორის 19 ბავშვია

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტეხასის შტატის ქალაქ უვალდეს ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის 5-დან 11 წლამდე ასაკის 19 ბავშვია. მოზარდების გარდა, გარდაიცვალა მათი პედაგოგი და ასევე, შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად, დაიღუპა თავდამსხმელიც.

შტატის გუბერნატორის, გრეგ ებოტის განცხადებით, თავდამსხმელი 18 წლის მამაკაცია.

გამოძიებას აშშ-ის ფედერალური ბიურო აწარმოებს. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

კვირის ამბები