24.05.2022 16:02
თედოწმინდისა და ყელქცეულის საჯარო სკოლებში ბულინგის, კიბერბულინგისა და ძალადობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით კვირეული გრძელდება.
ქვახვრელის შემდეგ, საინფორმაციო შეხვედრები თედოწმინდისა და ყელქცეულის საჯარო სკოლებში გაიმართა.
ბულინგის, კიბერბულინგისა და ძალადობის შესახებ, სკოლის მოსწავლეებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ისაუბრეს.
შეგახსენებთ, კვირეულის ფარგლებში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, მოზარდებთან შეხევდრებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობით ახორციელებს.