საზოგადოება
24.05.2022 14:51
გორის მეორე, მეცხრე და მეთორმეტე საჯარო სკოლებში ადგილები რეგისტრაციის დაწყების პირველივე წუთებში გადაივსო
პირველკლასელთა რეგისტრაციის საკითხით გამოწვეულ აჟიოტაჟს, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში ეხმიანება. ნანა ტერმაკოზაშვილი, აღსაზრდელების მშობლებს ურჩევს, დრო არ დაკარგონ იმ სკოლებში სხვადასხვა გზით მოხვედრის ძიებაში, სადაც ადგილები ამოწურულია.

„ქალაქ გორის 12 საჯარო სკოლიდან 9 სკოლაში ამ ეტაპზე ადგილები არის. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ იმ სკოლაში, რომელშიც რეგისტრაცია ვერ მოასწარით, სატელეფონო ზარით და ვინმეს დახმარებით ვერ დარეგისტრირდებით. აირჩიეთ 9 სკოლიდან რომელიმე და დარეგისტრირდით, თორემ მერე აღმოაჩენთ, რომ მეორე პრიორიტეტად განსაზღვრულ სკოლაშიც შეიძლება აღარ დაგხვდეთ ადგილი“, - წერს ნანა ტერმაკოზაშვილი.

რაც შეეხება სკოლებს, რომლებზეც მშობლების მხრიდან განსაკუთრებული მოთხოვნა იყო, გორის მეორე, მეცხრე და მეთორმეტე საჯარო სკოლებია. „გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ზემოხსენებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ადგილები რეგისტრაციის დაწყების პირველივე წუთებში გადაივსო.
კვირის ამბები