საზოგადოება
26.12.2019 12:07
მერიის საჩუქარი შშმ, სოციალურად დაუცველ და უდედმამო პატარებს
სოციალურად დაუცველ, უდედმამო და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა წინასაახალწლო საჩუქარი მოუმზადეს. გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, პაატა ივანიშვილი გასართობი ცენტრის ანიმატორებთან და თოვლის ბაბუასთან ერთად, „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრსა“ და საზოგადოება „ბილიკს“ ეწვია. დღის ცენტრების აღსაზრდელების განწყობაზე სხვადასხვა ზღაპრის გმირებმა იზრუნეს, თოვლის ბაბუამ კი, პატარებს საჩუქრები და ტკბილეული გადასცა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი დღის გალამაზება შევძელით. პატარებთან ერთად ახალი წლის მოახლოება ვიზეიმეთ. გორის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის ზრუნავს და სამომავლოდაც იზრუნებს მათ კეთილდღეობაზე. მინდა, ყველას მივულოცო დამდეგი შობა - ახალი წელი და ბევრი ბედნიერი და ლამაზი დღე ვუსურვო“,- აღნიშნა მერის მოადგილემ პაატა ივანიშვილმა.
პატარებისთვის საახალწლო სიურპრიზის მოწყობის ხარჯები გორის მერიამ კულტურული ღონისძიებების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში გაიღო.
კვირის ამბები