დღეიდან, 24 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით, მობილური იუსტიციის სახლი მომსახურებას შიდა ქართლის მოსახლეობას გაუწევს.
იუსტიციის სახლის ინფორმაციით, 24 მაისს, სახელმწიფო სერვისებს წაღვლის (ხაშურის მუნიციპალიტეტი) მოსახლეობა ადგილზე მიიღებს. 25 მაისს, ზემოხსენებული უწყება მომსახურებას ელბაქიანთკარის მოსახლეობას (ქარელის მუნიციპალიტეტი) სთავაზობს.
26 მაისს, საჭირო დოკუმენტაციისა და სერვისების მიღებას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოშურის, 27 მაისს კი, ქვემო ჭალის (კასპის მუნიციპალიტეტი) მაცხოვრებლები შეძლებენ.
იუსტიციის სახლის წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს ადგილზე 10:00 დან 17:00 საათამდე მოემსახურებიან.