დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 16-დან 22 მაისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 586 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამასთან, მითითებულ პერიოდში ვირუსი 605-მა პაციენტმა დაამარცხა, გარდაიცვალა 5 კოვიდინფიცირებული პირი.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საქართველოშო კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, გამოვლენილია ვირუსის 1 657 154 შემთხვევა, ამ ეტაპზე აქტიურია 627 შემთხვევა. ვირუსი მთლიანობაში დაამარცხა 1 639 674-მა ინფიცირებულმა. სულ გარდაიცვალა 16 827 კოვიდპაციენტი.
გასული ერთი კვირის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 113 058 კვლევა ტესტით, მათ შორის 103 058 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 568 - PCR ტესტით.
ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 3 მაისიდან ქვეყანაში კოვიდსტატისტიკა ყოველდღიურად აღარ ქვეყნდება დასაზოგადოებას ინფორმაციას კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს მიეწოდება.