საქართველოს ეროვნული ლიგა 3-ის მერვე ტურის მატჩი, გორის საფეხბურთო კლუბმა „გორი“ საჩხერის „ჩიხურასთან“ სტუმრად გამართა. შეხვედრა საჩხერეში, ივანწმინდას ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა.
გორელებმა მასპინძელთა კარში ექვსი გოლი გაიტანეს, მათ შორის, გიორგი ალიმბარაშვილმა ჰეთ-თრიკი (სამი გოლი ერთ მატჩში) შეასრულა.
მე-8 ტურის შედეგების მიხედვით, გორის „გორმა“ სატურნირო ცხრილში მეექვსედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
გორელები მომდევნო მატჩს „ვარკეთილის“ წინააღმდეგ, შინ - ქართლის სტადიონზე გამართავენ. შეხვედრა 30 მაისს, 17:00 საათზე დაიწყება.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს