„მე და ევროპა“ - ამ სახელწოდებით დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება დღეს გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ბავშთა და ახალგაზრდობის ცენტრში. ღონისძიება 18:00 საათზეა ჩანიშნული და დასწრება თავისუფალია.
როგორც ცნობილია, აღნიშნული დოკუმენტური ფილმის ჩვენება ევროპის დღეების ფარგლებში მოეწყობა. კინოსურათი რეჟისორ გიორგი ქველიძეს ეკუთვნის და თავისუფლებას, დემოკრატიას, თანასწორობას და მრავალფეროვნებას აერთიანებს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის დღე საქართველოში 1993 წლიდან აღინიშნება.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს