ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ხუთი პაციენტია შემოყვანილი „გორმედის“ ქსელში, მათგან ორი ქარელის, სამი კი - გორის კლინიკაში, - ამის შესახებ „გორმედის“ კლინიკურმა დირექტორმა განაცხადა.
ხათუნა შრუბის ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, ხუთივე მათგანს აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები და დაზიანებები.
„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ხუთი პაციენტია შემოყვანილი „გორმედის“ ქსელში, მათგან ორი ქარელის, სამი კი - გორის კლინიკაში. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, აღენიშნებათ მრავლობითი მოტეხილობები და დაზიანებები, რის გამოც მოთავსდებიან კლინიკაში. ზოგი სტაციონარში, ზოგი კი - გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. დამატებით ვერაფერს გეტყვით, მიმდინარეობს ღრმა კვლევები და შედეგების მიხედვით გვეცოდინება სრული დიაგნოზი“, - აღნიშნა ხათუნა შრუბმა.
შეგახსენებთ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, ერთმანეთს ორი სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა.