საზოგადოება
26.12.2019 12:02
ატენისა და რკონის ხეობებში კვლავ გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები

გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ატენისა და რკონის ხეობებში, კვლავ გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ორივე ლოკაციაზე, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, სპეცტექნიკა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენი.

ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცთან ახლოს, ტყის მასივში ხანძარი 24 დეკემბერს გაჩნდა. სალიკვიდაციო სამუშაოები მესამე დღეა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სპეცტექნიკაც.

სამუშაოების კოორდინაცია სპეციალურად შექმნილი სამუშაო შტაბიდან ხდება.

კვირის ამბები