საზოგადოება
23.05.2022 13:51
შესაძლოა, 1-ლი ივნისი საქართველოში უქმედ გამოცხადდეს
შესაძლოა, საქართველოში კიდევ ერთი უქმე დღე დაწესდეს. აღნიშნულს გულისხმობს საკანონმდებლო წინადადება, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი.

1-ლი ივნისის, ბავშვთა დაცვის დღის ოფიციალურად უქმე დღედ გამოცხადების წინადადება თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ეკუთვნის. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, მისი განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს უკვე დაევალა.
კვირის ამბები