საზოგადოება
23.05.2022 12:47
რა ღონისძიებებია დაგეგმილი გორში 26 მაისთან დაკავშირებით

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

GMnews გაგაცნობთ იმ აქტივობების ჩამონათვალს, რაც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორში გაიმართება:

მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები;

ისტორიული გამოფენები;

ქართული-ხალხური ტრადიციების კუთხეები;

სპორტული აქტივობები;

კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და შოუები;

17 საათისა და 10 წუთის საზეიმო აღნიშვნა (ამ დროს მოეწერა ხელი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს);

საღამოს კი, დასკვნითი კონცერტი გაიმართება. ყველა აღნიშნული აქტივობა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა. რაც შეეხება კონცერტს, როგორც ცნობილია, მონაწილეობას იღებენ ნოდიკო ტატიშვილი, ნინი ბადურაშვილი, მაგდა ნიკოლაიშვილი, გიორგი ნადიბაიძე, ბენდი „მიქსტურა" და ოთო ნემსაძე ბენდ „ლიმბოსთან“ ერთად.

კვირის ამბები