თურქეთის ქალაქ ანტალიაში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდებს შორის თავისუფალ ჭიდაობაში, რომელშიც საქართველოს ნაკრები და მათ რიცხვში გორელი მოჭიდავეებიც იღებდნენ მონაწილეობას.
გორელმა ფალავანებმა შეჯიბრებაზე 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს. ტურნირის ვერცხლის პრიზიორი ლუკა ჯანეზაშვილი (65 კგ.) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი დავით ფაცინაშვილმა (70 კგ.) და მერაბ სულეიმანიშვილმა (125 კგ.) აიღეს.