საზოგადოება
23.05.2022 09:43
ორი დღის განმავლობაში გორში ღრუბლიანობა, ტემპერატურის კლება და პერიოდულად ნალექია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 23-24 მაისს, გორის მუნიციპალიტეტში ჰაერის ტემპერატურის კლება, ღრუბლიანობა და პერიოდულად ნალექია ნავარაუდევი.

დღეს, 23 მაისს, გორში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს, დილიდან მოსალოდნელია მცირე ნალექი, 14 საათიდან კი მოიმატებს ღრუბლიანობა და მუნიციპალიტეტის ცალკეულ მონაკვეთებზე მოსალოდნელია წვიმის გაძლიერებაც. ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება 23 საათამდე.

ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი გორში 24 მაისსაც, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დღისით +15 გრადუსს მიაღწევს. 13-დან 17 საათამდე, გორის მუნიციპალიტეტის ცალკეულ მონაკვეთებზე იწვიმებს.

25 მაისიდან ერთი კვირის განმავლობაში გორში უნალექო ამინდია ნავარაუდევი.

კვირის ამბები