გერმანიაში, რაინ-ვესტფალიის მხარეში, ტორნადომ რამდენიმე ქალაქი და დასახლება დააზარალა. ყველაზე მნიშვნელოვნად დაზიანდა პადერბორნის რაიონი.
გერმანიის ხელისუფლების ცნობით, ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 43 ადამიანი დაშავდა, რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ქალაქ ვიტგერტში კი, სტიქიას 38 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ცნობით, ქალაქ პადერბორნსა და კიდევ რამდენიმე დასახლებულ პუნქტში, დაზიანებულია უამრავი შენობა და სხვა ინფრასტრუქტურა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს