საზოგადოება
21.05.2022 14:53
რეგიონული ტურნეს ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი შიდა ქართლში იმყოფება

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი შიდა ქართლში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი იმ ობიექტების მოსახულებას გეგმავს, სადაც სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პრემიერ-მინისტრი უკვე იმყოფებოდა კასპში, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენბლებთან ერთად, დავით აღმაშენებლის, გიორგი სააკაძის და მერაბ კოსტავას ქუჩებზე არსებული შენობების ფასადების განახლებით სამუშაოებს და ცენტრალური მოედნისა და მიმდებარედ არსებული სკვერების რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო.

პრემიერი კასპის ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა და არსებული საჭიროებების შესახებ მათგან ინფორმაცია მოისმინა.

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს დილით ხაშურშიც იმყოფებოდა, სადაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი საფეხბურთო სტადიონი დაათვალიერა.

კვირის ამბები