გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ევროკავშირის მიერ მხარდაჭრილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, „რეგიონული ფორუმი ახალგაზრდული და მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებისთვის“ - გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობა შეუძლიათ მოხალისეობრივი საქმიანობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, სტუდენტებს, უფროსკლასელებს, პედაგოგებს, ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების თვითმმართველობების, მედიის, და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებს.
ამასთან, ფორუმზე, შიდა ქართლის რეგიონში მოქმედი სათემო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და გორის ახალგაზრდული საბჭო, მონაწილეებს თავიანთ საქმიანობას გააცნობენ და დაინტერესებულ პირებს, მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვას შესთავაზებენ. მონაწილეები ასევე ჩაერთვებიან დისკუსიაში თემაზე – „სამოქალაქო აქტივიზმი და მოხალისეობა“ და გაეცნობიან ახალგაზრდულ ინიციატივებს.
რაც შეეხება ღონისძიების ჩატარების დროს და აქტივობაში ჩართვის მსურველთა რეგისტრაციას, 21 მაისს, 11:30 საათიდან 15:30 საათამდე გაიმართება. მონაწილეობის მისაღებად კი უნდა დარეგისტრირდეთ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე: forms. gle/TGbFY6iGaD3Cj6Qg8
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, „რეგიონული ფორუმი ახალგაზრდული და მოხალისეობრივი განვითარებისთვის“ ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში. შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის საქმიანობას წარმართავს „საზოგადოება ბილიკი.