ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცთან გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინირება საველე შტაბიდან ხორციელდება, - ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა GMnews-ს განუცხადა.
„ამ დროისთვის, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია 200 მეხანძრე-მაშველი, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და სპეცტექნიკა. დაკვამლიანების სივრცე, დაახლოებით, 7-დან 10 ჰა-მდე ფართობს მოიცავს. ეს არის როგორც ტყე, ასევე, ალპური ზონა. ადგილზე მოქმედებს შტაბი, საიდანაც სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინაცია ხდება“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცის მიმდებარედ, ხანძარს მეორე დღეა ებრძვიან, სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გათენებისთანავე პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო, ამასთან, ადგილზე მობილიზებულია თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკაც.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება