საზოგადოება
20.05.2022 13:48
სამოქალაქო ბიუჯეტის ახალგაზრდული კლუბის წევრებისთვის ტრენინგი გაიმართა
სამოქალაქო ბიუჯეტის ახალგაზრდული კლუბის წევრებისთვის მორიგი ტრენინგი გაიმართა. მერიის წარმომადგენლებმა, ახალგაზრდებს, ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციები გააცნეს და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.

გორის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სამოქალაქო ბიუჯეტის ახალგაზრდული კლუბის საქმიანობა მიმდინარეობს კამპანიის ფარგლებში, რომელიც ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერებას და შემდეგ ეტაპზე მათ სამოქალაქო ბიუჯეტის საინფორმაციო კამპანიაში მონაწილეობას გულისხმობს. შემდგომში კი, კლუბის წევრები ტერიტორიულ ერთეულებში მოახდენენ საჭიროებების მოკვლევას და საპროექტო იდეების გენერირებაში მოსახლეობას გაუწევენ მენტორობას.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ზემოხსენებული კამპანია ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, პროექტის – „ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარება“ (მეორე ფაზა) ფარგლებში, გერმანული ორგანიზაცია „პური მსოფლიოს“ მხარდაჭერით, გორის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.
კვირის ამბები