საზოგადოება
20.05.2022 12:39
„რწმენა და სულიერება“ და „ცხოვრება ერთად“ - ფოტოკონკურსი ახალგაზრდებისთვის

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) ახალგაზრდებისთვის ფოტოკონკურსს აცხადებს სახელწოდებით „ახალგაზრდების თვალით დანახული აბრეშუმის გზა“.

როგორც ცნობილია, წელს კონკურსი დაეთმობა ორ მთავარ თემას: „რწმენა და სულიერება“ და „ცხოვრება ერთად“.

საკონკურსო პირობების მიხედვით, ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს ორ ასაკობრივ კატეგორიად 14-დან 17 წლამდე და 18-დან 25 წლამდე. შემრჩევი კომისიის წევრები შეისწავლიან ფოტონამუშევრებს და გამოავლენენ გამარჯვებულებს თითოეული კატეგორიიდან (3-3 გამარჯვებული თითო კატეგორიიდან).

პირველ ადგილზე გასული გამარჯვებულები საჩუქრად მიიღებენ პროფესიონალურ ფოტოაპარატს, მეორე ადგილზე გასულები - ნახევრადპროფესიონალურ ფოტოაპარატს, ხოლო მესამე ადგილის მფლობელებს სამოყვარულო ციფრული ფოტოაპარატი გადაეცემათ.

ამასთანავე, შერჩეული 60 ფოტონამუშევრისგან შედგება მოძრავი გამოფენა და გამოიცემა ფოტოალბომი.

ფოტონამუშევრების წარდგენის ვადა 17 ივლისისს იწურება.

კვირის ამბები