სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარებისათვის ტექნიკური დახმარების პროგრამა იწყება
სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარებისათვის ტექნიკური დახმარების პროგრამა განახლდება. ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, რომლებსაც სააგენტოსთან პროგრამების/პროექტების ფარგლებში გაფორმებული აქვთ თანადაფინანსების ხელშეკრულება, სახელმწიფოს ხელშეწყობით ისარგებლებენ.
აღნიშნული პროგრამით სარგებლობის მსურველებისთვის განაცხადების მიღება 2022 წლის 1 ივნისიდან დაიწყება
„პროგრამის მიზანი სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამების/პროექტების ფარგლებში, დაფინანსებული ან დასაფინანსებელი ბენეფიციარების მიერ წარმოებული/საწარმოებელი პროდუქციის ხარისხის, უვნებლობის, მიკვლევადობის და კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობაა თანადაფინანსების გზით. სოფლის მეურნეობის დარგისა და მიმართულებების გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით, ჩვენი უწყება, პროგრამის მონაწილეებს, ასევე, სთავაზობს საკონსულტაციო მომსახურებებს და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას დატრენინგების გზით“, - აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში.