საზოგადოება
20.05.2022 11:48
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გორში ვაკანსიას აცხადებს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კონკურსს აცხადებს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის სისტემური რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრატორის პოზიციაზე. აღნიშნული ვაკანსია რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, გორშიც გამოცხადდა.

საკონკურსო პირობების მიხედვით, გამოცხადებულია გამარტივებული კონკურსი.

აპლიკანტი უნდა იყოს იურისტი, ან IV კურსის სტუდენტი იურიდიული მიმართულებით. უნდა ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს. რაც შეეხება კომპეტენციებსა და უნარებს, კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოტხოვნებს:

გადაწყვეტილების მიღების სხვადასხვა მიდგომების გამოყენება;

შედეგზე ორიენტაცია;

სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

სტრესის ზემოქმედების ქვეშ მუშაობა;

დამოუკიდებლად მუშაობა.

განცხადების წარდგენის ვადა დღეს იწურება. ამ დროისთვის, აღნიშნულ ვაკანსიაზე 66 განაცხადია გაკეთებული. აქვე გეტყვით, რომ ვაკანტურ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო 1100 ლარს შეადგენს და სრულ სამუშაო განაკვეთს გულისხმობს.

კვირის ამბები