საზოგადოება
20.05.2022 11:28
პროგრამის - Erasmus+ ფარგლებში, მე-3 სკოლის მოსწავლე მარიამ გელაშვილი საგანმანათლებლო ვიზიტით დანიაში გაემგზავრება

გორის მე-3 საჯარო სკოლის კიდევ ერთი მოსწავლე შეირჩა ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის - Erasmus + ფარგლებში, რომელიც დანიაში გაემგზავრება. საგანმანათლებლო ვიზიტით მარიამ გელაშვილის დანიაში გამგზავრება ივლისშია დაგეგმილი.

,,სასიხარულო ინფორმაცია!

ჩვენი სკოლის მოსწავლე, მარიამ გელაშვილი შერჩეულია Erasmus+ ის დაფინანსებულ პროექტში და ივლისის თვეში საგანმანათლებლო ვიზიტით გაემგზავრება დანიაში.

აღსანიშნავია, რომ პროექტში ქართველ ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობას დანიელი ახალგაზრდებიც იღებენ”, - აღნიშნულია მე-3 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროგრამა Erasmus-ი ევროკავშირის სტუდენტური გაცვლითი პროგრამაა, რომელიც 1987 წელს შეიქმნა. Erasmus Plus არის ახალი პროგრამა, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის ყველა მიმდინარე სქემას განათლების, ტრენინგების, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით, აღნიშნული პროგრამა 2014 წლის იანვარში ამოქმედდა.

კვირის ამბები