კულტურა
20.05.2022 09:57
ხელოვნების სახლი „Art House“-ი ოთხი პროექტის შესარჩევად კონკურსს აცხადებს

ხელოვნების სახლი „Art House“ -ი გამოფენების მოწყობის მიზნით კონკურსს აცხადებს.

კონკურსის ფარგლებში წარდგენილ განაცხადებს შორის ოთხი საუკეთესო შეირჩევა და  ოთხივე საგამოფენო პროექტი განხორციელდება.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება ვებგვერდიც, სადაც განთავსდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული კულტურული მემკვიდერობის ძეგლების შესახებ დაპარალელურად, გამოიცემა კულტურული მემკვიდრეობის ობიქტების ამსახველი ილუსტრირებული წიგნი (200 ეგზემპლარი).

ამასთანავე, შეიქმნება ქუჩის 5 ნახატი (სტრიტ-არტი), 20 ადამიანი კი გაიღრმავებს ცოდნას ფოტოგრაფიის მიმართულებით.

აქტივობების მიზანია, მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ვიზიტორებისთვის საინტერესო კულტურულ - საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობა.

ხელოვნების სახლის „Art House“ -ი პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

კვირის ამბები