ტურიზმი
25.12.2019 11:19
გორში ახალი ტურისტული ობიექტი - ტატულაშვილების კერამიკის მუზეუმი იხსნება

გორის იასამნისფერჭიქურიანი კერამიკის ისტორიის გაცნობა დაინტერესებულ პირებს მალე, თიხის ოსტატის სახლის სარდაფში მოწყობილ მუზეუმში შეეძლებათ. გიორგი ტატულაშვილის სახელოსნო-მუზეუმი, ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით, ხვალ საზეიმოდ გაიხსნება.

შეგახსენებთ, გორის კერამიკული ნაწარმი განსაკუთრებით ცნობილი იყო მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში. შუაგულ ქართლში მზადდებოდა როგორც ყვითელ, ასევე, მოიასამნისფერო ჭიქურზე მწვანე საღებავებით მოხატული თიხის ჭურჭელი და ორნამენტული ფიგურები.თიხის თანამედროვე ოსტატი, გიორგი ტატულაშვილი კი, რეგიონში ერთადერთი კერამიკოსია რომელიც წინაპრების საუკუნისწინანდელ ტრადიციას აგრძელებს.

კვირის ამბები